ხოჭოლავა:
Aa
Aa

ხოჭოლავა: "რეალთან მატჩში ლიდერების არყოფნამ უფრო გაგვაერთიანა"

დონეცკის „შახტარის“ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მადრიდის „რეალთან“ სენსაციურად გამარჯვების შემდეგ, უკრაინულ მედიას კომენტარი მისცა და განვლილი მატჩი შეაფასა.

ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, მსოფლიო გრანდი დავამარცხეთ. ემოციები მხოლოდ პოზიტიურია.

რა თქმა უნდა, დადებითი შედეგის იმედი გვქონდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 3:0 დავწინაურდებოდით.

ვფიქრობ, „რეალთან“ მატჩში ლიდერების არყოფნამ და დიდმა დანაკლისმა ჩვენზე ძალიან იმოქმედა და უფრო მეტად გაგვაერთიანა. ყველამ გავითავისეთ, რომ წარმატებას მხოლოდ გუნდური თამაშითა და ბოლომდე ბრძოლით მივაღწევდით.

ვინც მოედანზე იყო, აბსოლუტურად ყველა ერთმანეთისთვის თამაშობდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავუძელით“.

შეგახსენებთ, რომ სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა ხოჭოლავას „რეალთან“ მატჩში 6.7 ქულა დაუწერა. ხოჭოლავას სტატისტიკა შემდეგში მდგომარეობს - 43 შესრულებული გადაცემა და აქედან 39 ზუსტი (91%), 3 საჰაერო ორთაბრძოლა - სამივე მოგებული, მეტოქე გუნდის შეტევების დროს ქართველმა 10-ჯერ მოიგერია ბურთი, დაბლოკილი დარტყმა - 1, ჩაჭრა - 1, ერთი დრიბლინგის მცდელობა და ისიც ზუსტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები