Aa
Aa

"თუ საჭირო გახდა აგუერო ბოდიშს მოიხდის" - პეპი არგენტინელის და მსაჯის ინციდენტს გამოეხმაურა

პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "არსენალს" უმასპინძლა. შეხვედრის მიმდინარეობისას "ქალაქელების" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ მატჩის გვერდითა არბიტრს სიან მესი-ელისს მხარზე ხელი გადახვია. როგორც ცნობილია, პროტოკოლის მიხედვით ფეხბურთელს მსაჯებთან ფიზიკური კონტაქტი ეკრძალება. 

ამასთან დაკავშირებით პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა: "აგუეროსნაირი კარგი და დადებითი ადამიანი არასდროს მინახავს. დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს ცუდი განზრახვით არ გაუკეთებია.

იმ შემთხვევაში თუ ელისი თავს ცუდად და არასასიამოვნოდ იგრძნობს, სერხიო მას ბოდიშს მოუხდის. არგენტინელი პრობლემური ადამიანი არ არის და ეს წლების მანძილზე დამტკიცდა." 

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელებმა" "მეთოფეები" 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი კი რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა. რაც შეეხება კუნ აგუეროს ის "სიტიში" 2011 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 372 შეხვედრა ჩაატარა და 255 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები