Sky Sports-ის ჟურნალისტი:
Aa
Aa

Sky Sports-ის ჟურნალისტი: "დარწმუნებული ვარ მესი დარჩება"

Sky Sports-ის ჟურნალისტმა გილემ ბალაგემ ლეო მესის მომავლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი „ბარსელონაში“ აუცილებლად დარჩება.

„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მესი თავის მომავალზე დაფიქრდება და ამისთვის დრო ექნება. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც კლუბში ახალი ბორდი მივა და ახალი პროექტი ჩამოყალიბდება, ლეო დარჩენას გადაწყვეტს. დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩება.

როგორც კი კუმანი მწვრთნელად დაინიშნა, ის მესის სახლში ესტუმრა და მათ ისაუბრეს. მესი რონალდთან შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილების ქვეშ იყო.

კუმანმა თქვა, რომ მესის ყველაფრის გადასალახად რამდენიმე თვე დასჭირდებოდა. ამჟამად ლეო ყველაფერს უნდა გაუმკლავდეს და კონცენტრაცია მოახდინოს".

როგორც მოგეხსენებათ, კლუბის ხელმძღვანელთა იმპიჩმენტი უკვე დაწყებულია, საჭირო ხმები შეგროვებულია და ბართომეუს დღეები დათვლილია. ამჟამად მხოლოდ რეფერენდუმის თარიღის ჩანიშვნა რჩება.

კატალონიის მთავრობამ „ბარსელნას“ აცნობდა, რომ პანდემიის გამო ისინი მეტ დროს ვერ მიიღებენ და რეფერენდუმი აღარ გადაიდება, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით პროცესი 1-2 ნოემბერს უნდა შედგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები