საკვალიფიკაციო ეტაპიც ვეღარ დაძლია - ბასილაშვილი ისევ დამარცხდა
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპიც ვეღარ დაძლია - ბასილაშვილი ისევ დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში საშინელი მდგომარეობა აქვს. დღეს ქართველი ჩოგბურთელი ვენის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა და ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.

ნიკოლოზის მეტოქე 104-ე ჩოგანი 30 წლის სლოვაკი ნორბერტ გომბოსი იყო. ბასილაშვილი გომბოსთან 6:7 2:6 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ხსენებულ შეხვედრას პირველ სეტში 3:1-ს იგებდა, მაგრამ ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ დასრულდა. ეს კი ზედიზედ მე-11 წაგება იყო.

სლოვაკ ჩოგბურთელამდე ნიკოლოზი საფრანგეთის ღია პირველობაზე ტომას მონტეიროსთან უშანსოდ დამარცხდა. ბოლო გამარჯვება კი ბასილაშვილმა ვლადიმირ ივანოვის წინააღმდეგ მოახერხა.

ამჟამად 28 წლის ქართველი ATP-ის რეიტინგში 34-ე ადგილზე 1395 ქულით იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები