Aa
Aa

"არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს" - სერხიო რამოსის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა მიმდინარე სეზონის პირველი "ელ კლასიკო." მადრიდის "რეალმა" სტუმრად "ბარსელონა" 3:1 დაამარცხა და სამი ქულა მოიპოვა. მატჩის შემდეგ მადრიდელთა კაპიტანმა სერხიო რამოსმა კომენტარი გააკეთა.

"რთული კვირის შემდეგ ახლა ბედნიერი ვარ. გუნდი ერთიანი უნდა იყოს და ჩვენ ასეც ვართ. ჩვენ ახლა რთულ ეტაპზე ვართ, მაგრამ ამ ეტაპს შეძლებისდაგვარად კარგად გავდივართ. 

დღეს რეაბილიტაციის შესანიშნავი შანსი გვქონდა და ეს ბრწყინვალე ინტენსივობის და კონცენტრაციის ხარჯზე მოვახერხეთ. გასული კვირის შემდეგ განწყობა ცუდი გვქონდა, მაგრამ ფიზიკურ ფორმაში ნამდვილად იდეალურად ვიყავით. ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანია.

მოდრიჩმა თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა. "ელ კლასიკო" გამორჩეული დაპირისპირებაა და არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ყველამ ერთად შესანიშნავად გავართვით თავი დაკისრებულ მოვალეობას." - განაცხადა რამოსმა

როგორც უკვე მოგახსენეთ "სამეფო კლუბმა" სტუმრად "ბარსელონა" დაამარცხა. ზიდანის გუნდიდან გოლები ფედე ვალვერდემ, სერხიო რამოსმა და ლუკა მოდრიჩმა გაიტანეს. მასპინძელთა მხრიდან კი თავი ანსუ-ფატიმ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში "ბლანკოსი" 13 ქულით ლა ლიგას ლიდერობს. "ბარსელონა" კი 7 ქულით მე-10 პოზიციაზეა, მაგრამ მათ 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მომავალ შეხვედრას ზიდანის შეგირდები ლა ლიგაში 31 ოქტომბერს "უესკას" წინააღმდეგ გამართავენ. კატალონიელები კი ასევე 31-ში "ალავესს" ეწვევიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები