Aa
Aa

"რონალდუს ბარსელონასთან თამაშის შანსი ისევ აქვს" - პირლო განცხადებას აკეთებს

პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს 13 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდგინდა.

Sky Sports Italia-ს ცნობით რონალდუმ მეორე ტესტი 2 დღის წინ ჩაიტარა, რომელიც კვლავ დადებითი იყო. დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ იუვეს ვარსკვლავი კიდევ ერთი ტესტის პასუხს ელოდება და იმ შემთხვევაში თუ პასუხი უარყოფითი იქნება, მას "ბარსელონასთან" თამაშის ნებას დართავენ.

ანდრეა პირლომ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა: " რონალდუს "ბარსელონასთან" თამაშის შანსი ისევ აქვს. თუ შემდეგი 24 საათის განმავლობაში მას კორონავირუსი აღარ ექნება, ის კატალონიელების წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს. კრიშტიანუმ ტესტი დღეს დილით გაიკეთა და ახლა ყველა პასუხს ველოდებით." 

ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში საკუთარ სტადიონზე "ბარსელონას" დაუპირისპირდება და იტალიაში დიდი იმედი აქვთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

ხვალინდელი დღე კი ამისთვის უკანასკნელი შანსია. თუ პორტუგალიელს ვირუსი კვლავ ექნება, მისი თამაში გამოირიცხება.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ ინფექციის გამო პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "კროტონესთან", კიევის "დინამოსთან" და შვედეთის ნაკრებთან ვერ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები