Aa
Aa

შერმადინს ვერ აჩერებენ - MVP და ტენერიფეს ზედიზედ მე-6 გამარჯვება

ესპანეთის ლიგა ენდესაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ „უნიკახას“ სტუმრად 86:79 სძლია და ამაში ლომის წილი ქართველ ცენტრს მიუძღვის.

შერმადინმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 27:23 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან ყველა ორქულიანი ჩააგდო, 7-დან კი 6 საჯარიმო გამოიყენა. მთელ შეხვედრაში მან მხოლოდ 1 სროლა გააცუდა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 31 შეადგინა და ის შეხვედრის MVP გახდა, რაც მისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა.

„ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში უკვე ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

შერმადინი და ტენერიფე მომდევნო ტურის შეხვედრას 30 ოქტომბერს საკუთარ კედლებში „გრან კანარიას“ წინააღმდეგ გამართავს, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები