Aa
Aa

ვან ბასტენი: „ვან დე ბეეკი მანჩესტერში არ უნდა გადასულიყო"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, მარკო ვან ბასტენმა დონი ვან დე ბეეკის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. 55 წლის ნიდერლანდელმა ინტერვიუ Ziggo Sports-ს მისცა და თანამემამულის „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგების გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„დონი მანჩესტერ იუნაიტედში არ უნდა გადასულიყო. როცა კარგი ფეხბურთელი ხარ, გინდა რომ ყოველ კვირას ითამაშო. დონის მსგავსი ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია, რომ წლეულს მხოლოდ 6 თუ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ეს მისი რიტმისთვის კატასტროფულია.

ვიცი, რომ გაცილებით მეტს სწავლობს, ვიდრე აქამდე სწავლობდა, მაგრამ როცა ტოპ კლასის ფეხბურთელი ხარ და ახალ გუნდთან კონტრაქტს აფორმებ, კრიტიკული უნდა იყო და შეაფასო რამდენ სათამაშო დროს მიიღებ.

დონი უკეთეს წინადადებას უნდა დალოდებოდა და სხვა კლუბში გადასულიყო. ფეხბურთის თამაში სულ უნდა გინდოდეს და მანჩესტერის მსგავსი კლუბი მისი კარიერისთვის კარგი ნამდვილად არაა“.

შეგახსენებთ, რომ ვან დე ბეეკი „წითელ ეშმაკებს“ გასული სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა. „იუნაიტედის“ თავკაცი, ოლე გუნარ სულშერი ნიდერლანდელ ახალწვეულს არ ენდობა და იგი ჯერჯერობით მხოლოდ 7 შეხვედრაში ათამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები