ტორპედოში COVID-19 დადასტურდა: სფფ-მ რამდენიმე მატჩი გადადო
Aa
Aa

ტორპედოში COVID-19 დადასტურდა: სფფ-მ რამდენიმე მატჩი გადადო

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''ტორპედოს'' რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სფფ-მ ქუთაისური კლუბის ორი მატჩი გადადო. ქართული დერბის სახელით ცნობილი ''ტორპედო'' - თბილისის ''დინამოს'' შეხვედრა 28 ოქტომბრის ნაცვლად 26 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ''ტორპედო'' - ბათუმის ''დინამოს'' დაპირისპირება 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს შედგება. ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

მატჩების გადადების შესახებ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი განცხადებას ავრცელებს:

''კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მატჩს, ლოკომოტივი - დინამო თბილისი, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს.

26 ოქტომბერს დაგეგმილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის დაპირისპირება თბილისის ლოკომოტივსა და დინამო ბათუმს შორის, 26 ნოემბერს გაიმართება. 28 ოქტომბერს დინამო თბილისსა და ქუთაისის ტორპედოს შორის გასამართი ქართული დერბი ასევე გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა. ტორპედოსა და დინამო ბათუმის შეხვედრა, 3 ნოემბრის ნაცვლად, 8 ნოემბერს გაიმართება. 

ცვლილებებია კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კალენდარშიც. 28 ოქტომბერს დაგეგმილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-14 ტურის მატჩი, შევარდენი 1906-ს და შუქურას შორის 25 ნოემბერს გაიმართება. რაც შეეხება რუსთავი - შუქურას დაპირისპირებას, 4 ნოემბრის ნაცვლად, შეხვედრა 8 ნოემბერს ჩაინიშნა''.

როგორც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სტრუქტურებთან და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება.

მასალაში გამოყენებულია ქუთაისის ''ტორპედოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები