მორიგი წარმატება ჭადრაკში - ეკატერინე ფიფია მსოფლიო ჩემპიონია
Aa
Aa

მორიგი წარმატება ჭადრაკში - ეკატერინე ფიფია მსოფლიო ჩემპიონია

ქართული ჭადრაკის მორიგი წარმატება. ქართველი მოჭადრაკე ეკატერინე ფიფია 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ფიფიამ ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონობა 8 ქულით მოიპოვა. კატომ ჩემპიონატზე 7 პარტია მოიგო და ორჯერ ყაიმი ითამაშა.

ასევე ტურნირზე წარმატებით გამოვიდა ნია დონღვანი. 20-წალმდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონმა 7 ქულით, II-III ადგილები ირანელ ანაჰიტა ზაჰედიფართან გაიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები