Aa
Aa

კეინი: „ტოტენჰემს შეუძლია რაღაც განსაკუთრებული გააკეთოს"

„ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა, ჰარი კეინმა „ბარნლისთან“ მოგებული მატჩის შემდეგ Sky Sports-ს ინტერვიუ მისცა. ინგლისელმა თავდამსხმელმა „დეზების“ შესახებ ისაუბრა და ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა.

„ჩემი აზრით, ჩვენ იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როცა უკვე ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ. უმრავლესობა ჩვენგანი ამ გუნდში 4-5 წელია თამაშობს. წლეულს მაღალი დონის ფეხბურთელები დავიმატეთ და უფრო გამოცდილ მოთამაშეებად ვყალიბდებით. ვიცით რა დონის გუნდი გვყავს და გვჯერა, რომ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება შეგვიძლია.

პრემიერ ლიგის მოგებას რაც შეეხება, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ვიცი, რომ გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და ასეთი შეხვედრები საკუთარი თავის რწმენას შეგვმატებს“.

„ტოტენჰემმა“ „ბარნლი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. „დეზების“ მხრიდან თავი სონ ჰიონ მინმა გამოიჩინა, რომელსაც გამარჯვების გოლი 76-ე წუთზე ჰარი კეინმა გაატანინა. „ბარნლისთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, ლონდონელებს 11 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები