დეკადის ასისტი - გიორგი ცინცაძეს გადაცემა საუკეთესოა!!!
Aa
Aa

დეკადის ასისტი - გიორგი ცინცაძეს გადაცემა საუკეთესოა!!!

გიორგი ცინცაძეს გადაცემა დეკადის საუკეთესო ასისტად დასახელდა.

ყველას კარგად გვახსოვს გიორგი ცინცაძის ულამაზესი პასი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა ევრობასკეტ 2015-ის მერვედფინალში, ლიეტუვასთან გააკეთა. ბრუნში, ზურგსუკნიდან გაშვებული და 2 ბალტიელის – მანტას კალნიეტისისა და იონას ვალანჩუნასს შორის გაძვრენილი ბურთი ფარქვეშ მანუჩარ მარკოიშვილმა მიიღო და ლიეტუველთა კალათი დალაშქრა. 

გიორგი ცინცაძე ფინალში არგენტინელი ფაკუნდი კაპაცოს დაუპირისპირდა და მეტოქე ხმათა 58% დაამარცხა. 

ფინალამდე ცინცაძემ პირველ წრეში 3×3 კალათბურთის ლეგენდას დუშან ბულუტს მოუგო (58%), ხოლო ნახევარფინალში მარკ გასოლს აჯობა (67%) .

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები