Aa
Aa

"შეტევაში 4 ფეხბურთელი უნდა იყოს" - დელ პიერომ პირლოს რჩევა მისცა

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ მოახლებულ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩზე, სადაც "იუვენტუსი" "ბარსელონას" შეხვდება, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და პირლოს გარკვეული რჩევები მისცა.

იტალიელის აზრით "ბებერმა ქალბატონმა" 4-2-4 სისტემით უნდა ითამაშოს. "პირლო გამოსავალს ეძებს. ის ტაქტიკას ხშირად ცვლის. ეს კი მეტოქეზეა დამოკიდებული. "იუვენტუსს" შესანიშნავი შეტევა ჰყავს. მათ ფლანგებზე კიეზა და კულუსევსკი ჰყავთ, რითიც ლავირების საშუალება არსებობს.

მე ვხედავ, რომ პირლოს 2 ნახევარმცველით თამაშის შესაძლებლობა აქვს. გუნდს იმდენი კარგი შემტევი ჰყავს, რომ თავისუფლად შეუძლია წინ 4 ფეხბურთელით ითამაშოს.

კულუსევსკი მარჯვენა ფლაგნზე, ხოლო კიეზა მარცხნივ. ცენტრალურ თავდასხმაში კი დიბალა-რონალდუ ან დიბალა-მორატა. ასე იუვე უფრო მრისხანე იქნება." - განაცხადა დელ პიერომ Sky Sports-თან საუბრისას.

"იუვენტუსისა" და "ბარსელონას" მატჩი 28 ოქტომბერს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დელ პიერო ტურინელთა რიგებში 19 წელი თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 705 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 290 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები