ბარსასთან დე ლიხტი და კიელინი გამოირიცხა - რონალდუს ტესტის პასუხი დღეს იქნება
Aa
Aa

ბარსასთან დე ლიხტი და კიელინი გამოირიცხა - რონალდუს ტესტის პასუხი დღეს იქნება

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "იუვენტუსი" "ბარსელონას" მასპინძლობს. მატჩის წინ პირლომ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გუნდს კიელინი და დე ლიხტი დააკლდება. კრიშტიანუს კორონავირუსის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.

"ჯერჯერობით ისევ მოცდის რეჟიმში ვართ. ვფიქრობ რონალდუს ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. სამწუხაროდ ხვალ დე ლიხტი და კიელინი არ გვეყოლება. ბონუჩი ცდილობს, რომ კუნთის ტრავმა მოიშუშოს. გადაწყვეტილი არც მისი თამაში გახლავთ.

ამჟამად ჩემს განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებს უნდა დავეყრდნო. "ბარსელონა" ძლიერი გუნდია და უდიდესი მოთამაშეები ჰყავს. ჩვენ საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.

ფეხბურთელებმა თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთონ. დაცვის ხაზში მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი მყავს, შესაბამისად ტაქტიკაც 4 მცველიანი იქნება.

მორატამ და დიბალამ "ვერონასთან" კარგად ითამაშეს. მაკკინი ვარჯიშობს, მაგრამ დიდი ალბათობით ვერც ის დაგვეხმარება. მესი შესანიშნავი ფეხბურთელია. მას ფეხბურთელის რანგში არაერთხელ დავუპირისპირდი. ხვალ კი როგორც მწვრთნელი პირველად შევხვდები." - განაცხადა პირლომ

"იუვენტუსისა" და "ბარსელონას" მატჩი ხვალ 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება. პირველ ტურში ტურინელებმა კიევის დინამო სტუმრად 0:2 დაამარცხეს. "ბარსელონამ" კი შინ "ფერენცვაროში" 5:1 გაანადგურა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები