UFC-ის განახლებული რეიტინგი - ხაბიბი ნომერ პირველია!
Aa
Aa

UFC-ის განახლებული რეიტინგი - ხაბიბი ნომერ პირველია!

ხაბიბ ნურმაგომედოვს ჯასტინ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ გაჟღერებული მოთხოვნა შეუსრულეს. „არწივს“ უნდოდა, UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) პირველ ადგილზე გადასულიყო და მიზანს მიაღწია კიდეც.

ხაბიბმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე UFC-ის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მან ჯონ ჯონსს გადაასწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ნურმაგომედოვმა პოსტს ემოციური წერილიც დაურთო და განაცხადა:

„ეს მთელი ჩემი ცხოვრების სამუშაო იყო. მარტივად არაფერი მიმიღია და ჩემთვის უბრალოდ არავის არაფერი მოუცია. თავდაუზოგავი შრომა, ალაჰის იმედი და მოთმინება. ეს ის სამი ინგრედიენტია, რაც წარმატების მიღწევაში დამეხმარა. და რა თქმა უნდა, მამაჩემის კონტროლი და რჩევები, რომელმაც ჩემში დიდი დრო და შრომა ჩადო“.

View this post on Instagram

It was work of my life, I never got anything easy, and nothing was given to me because I’m nice guy. Hard work, hope for Allah and patience, this three ingredient helps me to get successful, and of course, control and advises from my Father, who invested in me a lot of time and work. - Это была работа всей моей жизни, я ничего не получил легко, и ничего мне не далось просто так. Упорный труд, Надежда на Аллаха и терпение, вот три качества которые мне помогли прийти к успеху и конечно же постоянный контроль и советы Отца, который вложил в меня очень много времени и труда.

A post shared by Khabib Nurmagomedov (@khabib_nurmagomedov) on Oct 27, 2020 at 6:25am PDT

შეგახსენებთ, რომ „არწივმა“ კარიერა 29 მოგებითა და 0 წაგებით დაასრულა. UFC-ში მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა და მან ზედიზედ 13-ჯერ იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები