ბენზემა მენდის: „ვინისიუსთან ნუ თამაშობ, ის ჩვენ წინააღმდეგაა“
Aa
Aa

ბენზემა მენდის: „ვინისიუსთან ნუ თამაშობ, ის ჩვენ წინააღმდეგაა“

გავლენიანმა ფრანგულმა ტელეარხმა, Telefoot-მა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ კარიმ ბენზემა ვინისიუსს აკრიტიკებს. კადრებში „გლადბახთან“ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, „რეალის“ გასახდელში განვითარებული მოვლენებია ასახული.

Telefoot-ის მტკიცებით, ბენზემა თანაგუნდელ მენდის ესაუბრება და მას ამ ფრაზით მიმართავს: „ის იმას აკეთებს, რაც უნდა. ძმაო, მასთან არ ითამაშო და პასი არ მისცე... ღმერთო ჩემო. ის ჩვენ წინააღმდეგ თამაშობს“.

ბენზემას სიტყვებმა შედეგი გამოიღო. Marca მატჩის სტატისტიკაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მეორე ნახევარში მენდიმ ვინისიუსს ბურთი მხოლოდ 3-ჯერ უპასა.

შეგახსენებთ, რომ „გლადბახისა“ და „რეალის“ შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. „სამეფო კლუბმა“ ორივე გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაც ვინისიუსმა მოედანი დატოვა და მის ნაცვლად ედენ აზარი შემოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები