„ეს სასაცილოა
Aa
Aa

„ეს სასაცილოა" - ჯონსი განახლებულ რეიტინგში ხაბიბის პირველი ადგილით უკმაყოფილოა

UFC-ის მებრძოლი, ჯონ ჯონსი ე.წ Pound-for-pound რეიტინგში ხაბიბ ნურმაგომედოვის პირველ ადგილზე გადასვლას გამოეხმაურა. „ბოუნსმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და UFC-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

„ეს სრული სისულელეა. მსაჯების გადაწყვეტილებით მოგებული ჩემპიონობა ალ იაკვინტას წინააღმდეგ, რომელმაც ბრძოლის შესახებ ბოლო მომენტში გაიგო. კონორ მაკგრეგორი მისი ერთადერთი მეტოქეა, რომელსაც ფართო პუბლიკა იცნობს. და ამან ხაბიბი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახადა. ეს სასაცილოა“.

შეგახსენებთ, რომ ჯონსმა მსგავსი კომენტარი რამდენიმე დღის წინაც გააკეთა. მაშინ „ბოუნსმა“ განაცხადა: „მივმართავ, ხაბიბის გულშემატკივრებს. 15 ჩემპიონობა თქვენი ბიჭის ოთხის წინააღმდეგ და სერიოზულად მსჯელობთ, თუ ვინაა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი? 15 და 4! დამცინით?

ერთადერთი, ვისაც ჩემი მიღწევის გაუმჯობესება შეუძლია ჟორჟ სენ-პიერია. ის უნდა დაბრუნდეს და ორი საჩემპიონო ბრძოლა მოიგოს, რათა გამითანაბრდეს. მე კი კარიერა ჯერ არ დამისრულებია. 33 წლის ვარ და ჩემს ცხოვრებაში ახალი თავის დაწყებას ვაპირებ.

15 4-ის წინააღმდეგ და არგუმენტად მოგყავთ, რომ ის დომინანტია? მან ელიტარული მებრძოლების წინააღმდეგ ჩხუბი ახლახან დაიწყო. შეგიძლიათ წარმომიდგინოთ რეიტინგის მეათე ნომერთან ბრძოლაში“?

ცნობისთვის, ხაბიბმა კარიერის დასრულების შესახებ ჯასტინ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ განაცხადა. „არწივი“ MMA-დან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა. ნურმაგომედოვმა კარიერაში 29 ბრძოლაში, ხოლო UFC-ში 13 შერკინებაში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები