პიკფორდმა პირადი მცველები აიყვანა - ინგლისელი საფრთხეშია
Aa
Aa

პიკფორდმა პირადი მცველები აიყვანა - ინგლისელი საფრთხეშია

"ევერტონის" ინგლისელმა მეკარემ ჯორდან პიკფორდმა პირადი მცველები აიყვანა. ჯორდანმა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. უცნობები მის ოჯახსაც ემუქრებიან. მიზეზი კი ვირჯილ ვან დაიკისთვის მიყენებული ტრავმაა.

"ევერტონისა" და "ლივერპულის" დაპირისპირების დროს შეხვედრის საწყის წუთებში 26 წლის მეკარე ნიდერლანდელ მცველს ეუხეშა, რის შედეგადაც ვირჯილმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ვან დაიკმა ოპერაცია გაიკეთა და მისთვის წლევანდელი სეზონი დასრულებულია. მის გარეშე კი კლოპის გუნდს ძალიან გაუჭირდება.

ჯორდან პიკფორდი "ევერტონში" 2017 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 136 შეხვედრა ჩაატარა. ამჟამად კი კარლო ანჩელოტის გუნდი 13 ქულით "ლივერპულთან" ერთად პრემიერ ლიგას ლიდერობს.

ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრა კი ფრედ 2:2 დასრულდა და სწორედ ეს მატჩი გამოდგა ვან დაიკისთვის სავალალო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები