რუსული მედია - კვარაცხელიათი
Aa
Aa

რუსული მედია - კვარაცხელიათი "დორტმუნდი" დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელით ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა.

მისით პირველად არ დაინტერესებულან. ამ ეტაპზე ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა. საეჭვოა ყველაფერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოხდეს,მაგრამ გამორიცხული არაფერია. გერმანულული მხარე თვეზე მეტია ტრანსფერზე მუშაობს. გერმანულ მხარესა და „რუბინს“ შორის მოლაპარაკებებს მამუკა ჯუღელი მართავს“- აღნიშნულია რუსულ მედიაში

ხვიჩა კვარცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში 12 შეხვედრა გამართა და მის ანგარიშზე 2 გოლი, ერთი შედეგიანი გადაცემა. ასევე რიგ შეხვედრებში ქართველმა შემტევმა გუნდს პენალტები მოუპოვა.

მომდევნუ ტურში „რუბინი“ ყაზანში ტულას „არსენალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები