Aa
Aa

"PCR ტესტი სისულელეა" - რონალდუ უკმაყოფილოა

პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს 13 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდგინდა. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა მისი "ბარსელონასთან" თამაშის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ უკანასკნელად ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ მას კოვიდ ინფექცია კვლავ აქვს.

აქედან გამომდინარე კრიშტიანუ "ბარსელონასთან" არ იქნება. ამასთან დაკავშირებით პორტუგალიელმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "თავს კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობ. PCR ტესტი სისულელეა."

View this post on Instagram

Felling good and healthy! ????????‍♂️???? Forza Juve! ???????? #finoallafine

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on Oct 28, 2020 at 5:27am PDT

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "ტურინის" იუვენტუსი" "ბარსელონას" მასპინძლობს. შეხვედრა თბილისის დროით დღეს 00:00-ზე დაიწყება.

პირველი ტურის შემდეგ ორივე გუნდს 3-3 ქულა აქვთ. იტალიელებმა კიევის "დინამოს" 0:2 მოუგეს. კატალონიელებმა კი "ფერენცვაროში" 5:1 გაანადგურეს. აღსანიშნავია ისიც, რომ იუვეს დაცვაში საკადრო პრობლემები აქვს. დე ლიხტი და კიელინი გუნდს ვერ დაეხმარებიან, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლეონარდო ბონუჩის თამაშიც. "ბლაუგრანას" კი დისკვალიფიკაციის გამო ჟერარდ პიკე დააკლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები