ვლადიმირ ვაისი:
Aa
Aa

ვლადიმირ ვაისი: " კვარაცხელია დორტმუნდისთვის 100% მზად არის"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელით ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესდა.

აღნიშნულ ფაქტან დაკავშირებით კომენტარი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

კარგი ფეხბურთელები მზად არიან ყველაფრისთის, ხვიჩა კიდე ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუ ტრანსფერი შედგა ეს ძალიან კარგი იქნება. მისი კარიერისთვის ეს იქნება შესანიშნავი. ჩეის აზრით კვარაცხელიას "ბორუსიაში" თამაში 100% შეუძლია. საქართველოში ბევრი მსგავსი ფეხბურთელი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია როგორ წარმართავს ის თავის კარიერას. როგორ იმოქმედებს მასზე აგენტები ან მწვრთნელები. დღეს ის რუსეთის საუკეთესო მწვრთნელთან მუშაობს და ეს ძალიან სასიხარულოა. ის უდიდესი ტალანტია და მას ღმერთისგან მინიჭებული აქვს რომ  მნიშვნელოვანი მატჩები ბედი თვითონ გადაწყვიტოს.“- განაცხადა ვაისმა

ხვიჩა კვარცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში 12 შეხვედრა გამართა და მის ანგარიშზე 2 გოლი, ერთი შედეგიანი გადაცემა. ასევე რიგ შეხვედრებში ქართველმა შემტევმა გუნდს პენალტები მოუპოვა.

მომდევნუ ტურში „რუბინი“ ყაზანში ტულას „არსენალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები