Aa
Aa

"ის საუკეთესოა? მე მას ორი ფინალი მოვუგე" - დურანტი ლებრონ ჯეიმსზე

NBA-ს და "ბრუკლინის" ვარსკვლავმა კევინ დურანტმა Netsdaily-სთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ლებრონ ჯეიმსი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი არ არის.

"ჩვენს ეპოქაში მოგებული ბეჭდები ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. რატომღაც გულშემატკივრები ჩემს მოგებულ ბეჭდებს არ აფასებენ და ჩვეულებრივი რამ ჰგონიათ.

ხალხის აზრით ლებრონ ჯეიმსი კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. მე მას ორჯერ შევხვდი და ორივეჯერ დავამარცხე. ასეთ შემთხვევაში მე რა უნდა მიწოდონ?" - განაცხადა დურანტმა

შეგახსენებთ, რომ დურანტი იმ ვარსკვლავური "გოლდენ სტეიტის" წევრი იყო, რომელმაც NBA 2015,2017 და 2018 წელს მოიგო. კევინი კი ოქროს შტატელებს 2017/2018 წლებში ეხმარებოდა. 2019 წელს კი ის "ბრუკლინს" შეუერთდა, თუმცა გასულ სეზონში ტრავმის გამო ვერცერთ შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები