Aa
Aa

"შედეგი ჩვენს სტანდარტებს არ შეესაბამება" - ბონუჩის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი "იუვენტუსსა" და "ბარსელონას" შორის. კატალონიელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ალვარო მორატას მსაჯმა 3 გოლი არ ჩაუთვალა. შეხვედრის შემდეგ ტურინელთა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ Sky Sports Italia-სთან კომენტარი გააკეთა.

"ახლა ის დროა, რომ მაქსიმალურად კარგად და ერთობლივად გავაგრძელოთ ვარჯიში. დღევანდელი შედეგი ჩვენს სტანდარტებს არ შეესაბამება. ვიცოდით, რომ მატჩი რთული იქნებოდა, რადგან ორივე გუნდს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები აკლდა.

ჩვენ ბევრი ტაქტიკური შეცდომა დავუშვით, რამაც "ბარსელონას" საქმე გაუმარტივა. ჩვენ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ვთვლი, რომ დღეს ბევრად მეტის გაკეთება შეგვეძლო. გუნდს ბევრ რამეზე აქვს სამუშაო.

"იუვენტუსში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ირიცხება, რომლებსაც გამოცდილება არ აქვთ. შესაბამისად თამაშიდან თამაშამდე უნდა გავიზარდოთ და მათ დახმარება გავუწიოთ. ჩვენ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა და ამან შედეგზე გავლენა იქონია. სამ დღეში ერთხელ გვიწევს თამაში და ეს ძალიან რთულია.

ვიმეორებ, ახლა ერთად უნდა ვიმუშაოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ." - განაცხადა ბონუჩიმ

როგორც უკვე მოგახსენეთ, კატალონიელებმა ტურინელებს 2:0 მოუგეს. კუმანის გუნდიდან გოლები ოსმან დემბელემ და ლიონელ მესიმ გაიტანეს.

ტურინის "იუვენტუსს" კორონავირუსის გამო კრიშტიანუ რონალდუ აკლდა. ტრავმების გამო კი დე ლიხტი და კიელინი. ჯგუფის ლიდერი ახლა 6 ქულით "ბარსელონა" გახლავთ. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები