Aa
Aa

ჯოკოვიჩმა ჩორიჩი დაამარცხა და 2020 წლის სეზონის პირველ ჩოგნად დასრულება თითქმის გაინაღდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვენის ტურნირის 1/8 ფინალში ბორნა ჩორიჩი დაამარცხა და 2020 წლის სეზონის პირველ ჩოგნად დასრულება თითქმის გაინაღდა.

„ნოლემ“ ახალგაზრდა ხორვატს 7:6; 6:3 აჯობა. პირველი სეტი სუპერდაძაბული გამოდგა და ის სერბმა ანგარიშით 13:11 მოიგო. ჯოკოვიჩი შემდეგ რაუნდში სონეგოსა და ჰურკაჩის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.

თუკი ნოვაკი ვენაში ტიტულს მოიგებს, წლის ბოლოს აუცილებლად მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურზე იქნება. არის კიდევ ერთი ვარიანტიც, რაფა ნადალმა სოფიის ტურნირზე თუ არ ითამაშა, ჯოკოვიჩს პირველო ჩოგნობა ამ შემთხვევაშიც განაღდებული ექნება.

როგორც ვიცით, 33 წლის სერბი ვარსკვლავი პიტ სამპრასის ყველა დროის რეკორდს უმიზნებს. ლეგენდარულმა ამერიკელმა ATP-ის რეიტინგის სათავეში 6 კალენდარული წელი დაასრულა და ჯოკოვიჩს მასთან გათანაბრება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები