Aa
Aa

„ძაღლები ყეფენ" - ბენზემა მასსა და ვინისიუსს შორის წარმოშობილ თემას გამოეხმაურა

კარიმ ბენზემა მასსა და ვინისიუს ჟუნიორს შორის წარმოშობილ სკანდალურ თემას „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მოკლე პოსტით გამოეხმაურა.

ფრანგმა მისი კრიტიკოსები ირონიულად მოიხსენია და მათ ძაღლები უწოდა: „ძაღლები ყეფენ, მეცხრე ნომერი კი მათ ყურადღებას არ აქცევს“.

შეგახსენებთ, რომ „გლადბახისა“ და „რეალის“ მატჩის შესვენებისას გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომლითაც ირკვევა, რომ ბენზემა თანამემამულე ფერლან მენდის ეუბნება: „იგი იმას აკეთებს, რაც თავად სურს. მასთან არ ითამაშო და პასი არ მისცე, ჩვენ წინააღმდეგაა“.

მადრიდული Marca გვამცნობს, რომ ბენზემას ამ სიტყვებმა შედეგი გამოიღო და მენდიმ ბრაზილიელს მეორე ტაიმში ბურთი მხოლოდ 3-ჯერ გადააწოდა.

აღნიშნულ თემას მედიასა და სოციალურ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბენზემა არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები