Aa
Aa

"შენ არ ხარ ზლატანი და ვირუსი არ უნდა გამოიწვიო!" - იბრაჰიმოვიჩი ხალხს მიმართავს

მსოფლიოში კორონავირუსი კვლავ მძვინვარებს. სამწუხაროდ შემოდგომის შემდეგ მეორე ტალღა დაიწყო და ვირუსი გაორმაგებული ძალით დაბრუნდა. 

კოვიდ ინფექცია სპორტულ სამყაროზე უდიდეს გავლენას ახდენს. თითქმის ყოველდღე ვიგებთ, რომ ესა თუ ის სპორტსმენი დაინფიცირდა. ამასთან დაკავშრებით "მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიაში ჩაერთო და ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

"ვირუსმა გამომიწვია და მე გავიმარჯვე, მაგრამ შენ არ ხარ ზლატანი და ვირუსი არ უნდა გამოიწვიო. პატივი ეცი და დაიცავი წესები. დაიცავი სოციალური დისტანცია და ყოველთვის ატარე ნიღაბი. ასე ჩვენ გავიმარჯვებთ." - განაცხადა ზლატანმა

შეგახსენებთ, რომ ზლატანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ შვედმა კოვიდ ინფექცია მალევე დაამარცხა და გუნდს დაუბრუნდა. ამჟამად იბრა სერია ა-ს 6 გატანილი გოლით ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ მან 6 გოლის გატანა 3 შეხვედრაში მოახერხა. 39 წლის თავდამსხმელი შესანიშნავ ფორმაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები