არსენალისა და დანდალკის მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა!
Aa
Aa

არსენალისა და დანდალკის მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა!

დასრულდა ევროპის ლიგის მეორე ტურის მატჩი "არსენალსა" და "დანდალკს" შორის. "მეთოფეებმა" მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და ძალზედ მარტივად გაიმარჯვეს.

ლონდონელთა გამარჯვება გასაკვირი არავისთვის არის. ეს შეხვედრა სხვა რამით იყო გამორჩეული. 90 წუთის განმავლობაში "დანდალკის" ფეხბურთელები არცერთხელ არ დაჯარიმდნენ. ეს კი ევროპის ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა. ასეთ ფაქტს მსოფლიო ფეხბურთში საკმაოდ იშვიათად ვხვდებით. რაც შეეხებათ არტეტას შეგირდებს, მსაჯმა ისინი 20-ჯერ დააჯარიმა.

უკანასკნელად ასეთი შემთხვევა, 2019 წლის 23 აპრილს პრემიერ ლიგაში დაფიქსირდა. "ვულვერჰემპტონისა" და "ბრაიტონის" მატჩში "მგლებმა" ისე დაასრულეს შეხვედრა, რომ არცერთხელ არ დაჯარიმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის "არსენალი" მომდევნო მატჩს ევროპის ლიგაზე, 5 ნოემბერს "მიოლდეს" წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია, რომ ეს ორი კლუბი 6-6 ქულით ჯგუფში პირველ - მეორე ადგილს იყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები