Aa
Aa

„მგონია, რომ კარიერას არ დაასრულებს" - UFC-ის პრეზიდენტმა ხაბიბზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ახლახან ხელთათმანები ლურსმანზე ჩამოკიდა. უაითი სწორედ ამ ფაქტს შეეხო და საინტერესო განცხადება გააკეთა.

„არავინ იცოდა, რომ ხაბიბი კარიერის დასრულებას აპირებდა. არც მისმა მწვრთნელმა... მახსოვს, ოქტაგონთან ვიჯექი და როცა მისი სიტყვები მოვისმინე, გავოცდი, თუმცა გეტყვით იმას, რაც ჯერ არავისთვის მითქვამს.

მე და ნურმაგომედოვმა რამდენჯერმე ვისაუბრეთ. იმ საღამოს, გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ, ხაბიბი ძალიან ემოციური იყო და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის შეეცდება, 30-0 დააფიქსიროს.

მგონია, რომ ხაბიბი კარიერას არ დაასრულებს. მამამისს უნდოდა, რომ მას მოგება წაგებებების ბალანსი 30-0-ზე ჰქონოდა და ვფიქრობ, ნურმაგომედოვს სურს, მამამისის სურვილს პატივი მიაგოს“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბმა კარიერის დასრულების შესახებ ჯასტინ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ განაცხადა. „არწივი“ MMA-დან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა. ნურმაგომედოვმა კარიერაში 29 ბრძოლაში, ხოლო UFC-ში 13 შერკინებაში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები