რონალდუმ კორონავირუსი დაამარცხა - კრიშტიანუმ შესაძლოა სპეციასთან ითამაშოს
Aa
Aa

რონალდუმ კორონავირუსი დაამარცხა - კრიშტიანუმ შესაძლოა სპეციასთან ითამაშოს

ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლე ამცნო. „ბებერი ქალბატონის“ მიხედვით, კრიშტიანუ რონალდუმ კორონავირუსი დაამარცხა და შეუძლია, ფეხბურთის თამაში განაახლოს.

„კრიშტიანუს Covid-19-ის დასადგენი ტესტი ჩაუტარდა, რომლის პასუხიც უარყოფითი გახლდათ. გამომდინარე აქედან, რონალდუმ ინფიცირებიდან 19 დღის შემდეგ, კორონავირუსი დაამარცხა და შეუძლია თვითიზოლაცია დატოვოს“ - წერია „ბიანკონერის“ განცხადებაში.

Football Italia-ს ინფორმაციით, რონალდუმ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და გუნდს მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება. იტალიური გამოცემა იუწყება, რომ სამედიცინო შემოწმება ხვალაა ჩანიშნული. „იუვენტუსში“ კი იმედი აქვთ, რომ რონალდუ „სპეციასთან“ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები