მარადონა: „პუტინის მჯერა, დარწმუნებული ვარ მას მალე Covid-19-ის ვაქცინა ექნება
Aa
Aa

მარადონა: „პუტინის მჯერა, დარწმუნებული ვარ მას მალე Covid-19-ის ვაქცინა ექნება"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ არგენტინულ გამოცემას Clarin-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობას შეეხო.

„პანდემიამ თქვენ ძალიან დაგაზარალათ. თქვენი ცოლისძმა გარდაიცვალა და თქვენს დას პრობლემები ჰქონდა. ამასთან, ზომების მიღება თქვენც მოგიწიათ. კორონავირუსის გეშინიათ“?

მარადონა: „კორონავირუსი ყველაზე საშინელი რამაა, რაც შეიძლება დაგვმართნოდა. მსგავსი რამ არასდროს მინახავს. Covid-19-მა სამხრეთ ამერიკას უფრო ძლიერად დაარტყა. არიან ადამიანები, რომლებსაც ურთულესი პერიოდი უდგათ. სამსახური ძალიან ბევრმა დაკარგა და იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დასრულდება.

ვლადიმირ პუტინის მჯერა და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში მას ვაქცინა ექნება, რადგან ამ ვითარების ატანა უკვე შეუძლებელია“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირების 1 143 800 შემთხვევაა დაფიქსირებული. Covid 19-ით 30 442 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი კი 946 134-მა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები