ნობი სტაილსი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა - იგი ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა
Aa
Aa

ნობი სტაილსი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა - იგი ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, ნობი სტაილსი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1966 წელს „სამი ლომის“ რიგებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ორი წლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ჩემპიონთა თასი მოიგო.

ტრაგედიის შესახებ საფეხბურთო სამყაროს სტაილსის ოჯახმა ამცნო და ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა: „სტაილსის ოჯახი მწუხარებით იუწყება, რომ ნობი სტაილსი ოჯახის წევრების გარემოცვაში, გრძელვადიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტაილსმა ფინალური შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მან პორტუგალიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ეუსებიოს განეიტრალებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და დასავლეთ გერმანიის დამარცხების შემდეგ, „უემბლიზე“ დაწყებული ცეკვით გულშემატკივრების გულებში ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრა.

სტაილსი „მანჩესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი 2-ჯერ გახდა და „წითელი ეშმაკები“ 1971 წელს დატოვა. მან „მიდლსბროსა“ და „პრესტონში“ ითამაშა და მწვრთნელის პოსტზე სცადა ბედი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები