„ჩემს წყალში რაღაც იყო გარეული
Aa
Aa

„ჩემს წყალში რაღაც იყო გარეული" - უაილდერი ფიურისთან მარცხს არ აღიარებს

მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, დეონტეი უაილდერმა სენსაციური განცხადება გააკეთა. ამერიკელმა მოკრივემ ტაისონ ფიურისთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა და „ბოშათა მეფესთან“ მარცხი უცნაური მიზეზით ახსნა.

„ბრძოლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, ვხურდებოდი, ყველაფერი იდეალურად გახლდათ და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ასე იყო, სანამ რინგზე არ გავიდოდი. შემდეგ კი ყველაფრის ტრანსფორმაცია მოხდა.

წყალს ვსვამდი, რათა ბრძოლისას დეჰიდრატაციის პრობლემა არ მქონოდა და უეცრად უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ჩემს წყალში რაღაც იყო გარეული. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს კუნთების რელაქსანტი, ან რაღაც მსგავსი მივიღე.

როცა ბრძოლა შენ სასარგებლოდ არ სრულდება, ყოველთვის ცდილობ, ახსნა რა მოხდა. მგონია, რომ კონკრეტული რაღაცები და ატმოსფერო სამართლიანი არ გახლდათ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ეს ჩემ სასარგებლოდ ნამდვილად არ გახლდათ.

საქმე მხოლოდ კოსტიუმს არ ეხება. ჩემს წყალში რაღაც გაურიეს. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ჩემს სხეულს ვერ ვაკონტროლებდი, ფეხებში სისუსტეს ვგრძნობდი და ა.შ“.

შეგახსენებთ, რომ უაილდერმა საკუთარი წაგება ჯერ კოსტიუმს დააბრალა, რომელიც მისი თქმით, ძალიან მძიმე იყო, შემდეგ ფიურის ხელთათმანებზე ისაუბრა, ახლა კი აქცენტი წყალზე გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები