Aa
Aa

„საკუთარი პოტენციალის ნახევარიც ვერ გამოვავლინე" - თოფურია UFC-ში დებიუტზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ elnuevoherald-ს ინტერვიუ მისცა. თოფურიამ, რომელიც მაიამიში იმყოფება და იქ ვარჯიშობს, UFC-ში გამართული სადებიუტო ბრძოლა შეაფასა და სამომავლო გეგმებს შეეხო.

„სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა რაც გავაკეთე, რადგან ბრძოლების ნაადრევად დასრულებას ვარ შეჩვეული. თუმცა თუ ზალალთან დაპირისპირებამდე განვითარებულ მოვლენებს გავითვალისწინებთ, მათ შორის იმას, რომ ოქტაგონზე გასვლამდე დაახლოებით 15 დღით ადრე, კორონავირუსი მქონდა, ეს კარგი შედეგი იყო. Covid-19-მა ჩემს სხეულზე გავლენა მოახდინა და საკუთარ თავს არ ვგავდი, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა.

იმედი მაქვს, რომ ჩემს მეორე ბრძოლაში უამრავ ადამიანს გავაოცებ. UFC-ში გამართულ სადებიუტო შერკინებაში საკუთარი პოტენციალის ნახევარიც ვერ გამოვავლინე და ვიმედოვნებ, შევძლებ, გულშემატკივრებს დავანახო ილია თოფურიასა და მის გუნდს რა შეუძლიათ. ჩვენ დიდ მსხვერპლზე მივდივართ და ოჯახებს ვტოვებთ. პირადად მე, ჩემი შვილის დაბადების დღეს ვერ დავესწრები“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას კარიერაში 9 შერკინება აქვს გამართული. 8 შემთხვევაში მან ბრძოლა ნაადრევად დაასრულა. UFC-ში გამართულ სადებიუტო ჯახში კი იუსეფ ზალალს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები