Aa
Aa

მედვედევმა ზვერევი დაამარცხა და წლის ბოლო მასტერსი მოიგო

წლის ბოლო მასტერსის სერიის საჩოგბურთო ტურნირი დანილ მედვედევის გამარჯვებით დასრულდა. 24 წლის რუსმა ფინალურ შეხვედრაში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს 3 სეტში აჯობა.

მატჩის პირველი პარტია ზვერევმა 7:5 მოიგო, რის შემდეგაც უპირატესობა ხელში მედვედევმა ჩაიგდო და თამაში თავის სასარგებლოდ დაასრულა - 5:7; 6:4; 6:1.

მედვედევმა კარიერაში მერვე ტიტული მოიპოვა, მასტერსის სერიის ტიტული კი მესამედ მოიგო. მან ATP-ის რეიტინგში 100 ქულა დაისაკუთრა, ხოლო საპრიზო ფონდიდან 225 210 ევრო მიიღო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ალექსანდრ ზვერევი ზედიზედ მესამე ტურნირის მოსაგებად იბრძოდა. მან გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართული ორი გათამაშების ჩემპიონობა მიჯრით იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები