კოშმარული სერია გრძელდება - ბასილაშვილის ზედიზედ მე-11 მარცხი
Aa
Aa

კოშმარული სერია გრძელდება - ბასილაშვილის ზედიზედ მე-11 მარცხი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ძალიან წარუმატებელი სერია გრძელდება. საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ მე-11 მატჩი დათმო. ამჯერად ბასილაშვილმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა. 

ქართველის მეტოქე შვეიცარიელი ჰუესლერი იყო. პირველ სეტში ქართველის გამოსვლა ძალიან უარყოფითად უნდა შევაფასოთ, რადგან მან 17-დან მხოლოდ 1 გათამაშება მოიგო. მეორე სეტში ვითარება შეიცვალა. ნიკამ ბრეიკი მნიშვნელოვან დროს - 5:4-ზე განახორციელა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

რაც შეეხება მესამე სეტს, სეტის მიწურულს ორი მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა უპირატესობა ვერ გამოიყენა, ტაი-ბრეიკზე არაერთი შეცდომა დაუშვა და შვეიცარიელმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

ასევე უნდა ითქვას, რომ ბასილაშვილი იტალიელ სტეფანო ტრავალიას უნდა შეხვედროდა, მაგრამ მან ტრავმა მიიღო და ჰუესლერმა ჩაანაცვლა.

სოფიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 389 270 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები