Aa
Aa

"საეჭვო აქამდე არაფერი ყოფილა" - რუსტემ საიმანოვი კვარაცხელიაზე განცხადებას აკეთებს

სამწუხაროდ დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ორ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის გამო 12 ნოემბერს გასამართ მატჩში ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ ხსენებული ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ.

ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კომენტარი გააკეთა:"იმაზე მეტი არაფერი ვიცი რამდენიც თქვენ. როგორც წესი, ჩვენს ფეხბურთელებს ტესტს ხშირად ვუკეთებთ და კვარაცხელიას პასუხი მუდამ უარყოფითი იყო. საქართველოში გამგზავრებამდე მას არაფერი აწუხებდა.

აქამდე საეჭვო აბსოლუტურად არაფერი ყოფილა. ცუდია, რომ ხვიჩა ვერ ითამაშებს, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ამ ვირუსს ყველა მოვიხდით."

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია კვარაცხელიაზე და შენგელიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. ორივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია გადასული. საქართველოსა და ჩრდ.მაკედონიის მატჩი 12 ნოემბერს თბილისის დროით 21:00-დან დინამო არენაზე დაიწყება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ლევანის და ხვიჩას დაინფიცირება. ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები