''მაპატიეთ, გასახდელში ყველა სევდიანი და აცრემლებულია'' - ვაისმა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო
Aa
Aa

''მაპატიეთ, გასახდელში ყველა სევდიანი და აცრემლებულია'' - ვაისმა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ უახლოესი ორი შეხვედრების შემდეგ საქართველოს ნაკრებს დატოვებს. სლოვაკი სპეციალისტის თქმით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყოს.

ვლადიმირ ვაისი: ''ბოდიში დღევანდელი დღისთვის, ამ დღეს მთელი საქართველო ელოდა. ცხადია, დღევანდელ შეხვედრაზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, მაკედონიელები ევროპის ჩემპიონატზე მიდიან, მათ წარმატებებს ვუსურვებ. დღეს მათ გვაჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჩემთვის ძალიან სამწუხარო დღეა.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გუნდის რომელიმე ფეხბურთელს დღევანდელ შეხვედრაში მოტივაცია აკლდა. ჩემი გუნდის შემტევებიდან მეტს ველოდი. ცვლილებები დაგვიანებული იყო, თუმცა სათადარიგოთა სკამზე მყოფ შემტევ ფეხბურთელებში უფრო დიდი პოტენციალი არ იყო.

უახლოესი ორი შეხვედრის შემდეგ მე მივდივარ. შეგიძლიათ ახალ მთავარ მწვრთნელს ახალი იმედებით დაელოდოთ. მე ვასრულებ ჩემს ხუთწლიან მოღვაწეობას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. დღეს ყველა სევდიანი და აცრემლებულია, როგორც გასახდელში მყოფი ფეხბურთელები, ასევე თქვენ მედიის წარმომადგენლები''.

შეგახსენებთ, ფინალური მატჩი მაკედონიის ნაკრებმა ''დინამო არენაზე'' გორან პანდევის გოლით მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საქართველოს ნაკრები ისტორიულ წარმატებასთან ახლოს იყო, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები