უბედური შემთხვევა: ახალგაზრდა მწვრთნელი ავტოავარიაში გარდაიცვალა
Aa
Aa

უბედური შემთხვევა: ახალგაზრდა მწვრთნელი ავტოავარიაში გარდაიცვალა

ფრენბურთის მწვრთნელი დავით ჩუტკერაშვილი ავტოავარიაში გარდაიცვალა. Report.Ge-ს ინფორმაციით შემთხვევა ხაშურის ცენტრში მოხდა, ავტომობილი ხეს დაეჯახა. ახალგაზრდა სპეციალისტის გარდა ავტომობილში კიდევ ორი პირი იმყოფებოდა, მათგან ერთი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

ჩუტკერაშვილის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამაც გაავრცელა: ''საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ფრენბურთის ოჯახის წევრის, დავით ჩუტკერაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს''.

Qartli.Ge-ს ინფორმაციით შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მულის მერვე ნაწილით დაიწყო.

CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს გარდაცვლილი მწვრთნელის ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.

მასალაში გამოყენებულია ნიკა კახეთელიძის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები