Aa
Aa

ისევ MVP - შერმადინის მორიგი წარმატებული მატჩი

გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. ქართველი ცენტრი ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიასთან“ მოგებული შეხვედრისას გამოირჩა და MVP გახდა.

შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ 99:80 გაიმარჯვა, ქართველმა კი საკუთარ გუნდს 14 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო დაიმსახურა.

როგორც ვიცით, ჩვენი გამოცდილი თანამემამულე ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის MVP-დაც დაასახელეს. გიო გასულ თვეში საშუალოდ 18.3 ქულასა და 5 მოხსნას აგროვებდა, მარგი ქმედების კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი კი 28.7 ჰქონდა.

რაც შეეხება გუშინდელი მატჩის მონაწილე მეორე ქართველ ბექა ბურჯანაძეს, მან 7 ქულა და 2 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

„იბეროსტარ ტენერიფე“ 9 მოგებითა და 1 წაგებით ჩემპიონატის მე-2 ადგილზეა, ბურჯანაძის გუნდს კი 10 მატჩში მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს. ტენერიფელები შემდეგ ტურში „ვალენსიას“ სტუმრად შეხვდებიან, „გრან კანარია“ კი „ანდორას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები