Aa
Aa

პრობლემების გარეშე - ჯოკოვიჩმა და მედვედევმა შემაჯამებელი მოგებებით დაიწყეს

წლის შემაჯამებელი ტურნირი იოლი გამარჯვებით დაიწყო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა ვარსკვლავმა დიეგო შვარცმანს საათსა და 18 წუთში მოუგო.

არგენტინელმა „ნოლეს“ საწყის გეიმებში ბრძოლა გაუმართა, თუმცა თანდათან ჯოკოვიჩის უპირატესობა გამოიკვეთა და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია - 6:3; 6:2.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკს შემაჯამებელის პირველ ტურში ისტორიაში ერთადერთი წაგება აქვს. იგი თავისთვის სადებიუტო ტურნირის პირველ რაუნდში 2007 წელს, ესპანელი დავიდ ფერერის წინააღმდეგ დამარცხდა.

დღის მეორე შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ ამავე ჯგუფის კიდევ ორი წარმომადგენელი - დანილ მედვედევი და ალექსანდრ ზვერევი დაუპირისპირდნენ.

რუსმა გადამწყვეტ მომენტებში მეტოქეზე უკეთესად ითამაშა და შემაჯამებელი ტურნირი წარმატებულად დაიწყო. დანილმა ორივე სეტი ერთბრეიკიანი უპირატესობით მოიგო - 6:3; 6:4.

შემდეგ ტურში მედვედევის მეტოქე ჯოკოვიჩი იქნება, ზვერევი და შვარცმანი კი პირველი თამაშის მოგებას ერთმანეთთან ბრძოლისას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები