ევროპის ჩემპიონატი - ტურნირის პირველი დღე მედლების გარეშე
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - ტურნირის პირველი დღე მედლების გარეშე

პრაღაში სტარტი აიღო ძიუდოს ევროპის ჩემპიონტმა. ტურნირის პირველი დღე ჩვენთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

ჩეხურ ტატამზე 4 ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზეს და სამწუხაროდ საქართველოს დელეგაცია უმედლოდ დარჩა.

მედლის შანსი კი 66 კილოში ვაჟა მარგველაშვილს ჰქონდა მაგრამ მედლისთვის გამართულ  ბრძოლაში ქართველი ფალავანი მოლდოველ დენის ვიერუსთან დაამარცხდა.

მარგველაშვილმა ასევე წააგო ნახევარფინალში, ჩვენებურმა მეტოქე ებრაელ ტალ ფლიკერი იყო.

ნახევარფინალამდე კი სამ მეტოქეს რუსს მიხაილ პულიაევს , რუმინელი ლუჩან ბორს დუმიტრესკუსა და ფრანგ  კლიან დე ბრუშის აჯობა.

დღესვე ევროპის მოქმედი ჩემპიონი 60 კილოში ლუხუმ ჩხვიმიანი ჩემპიონატს პირველი წრეში გამოეთიშა.

ჩხვიამიანმა ბულგარელ იანსლავ გერჩევთან წააგო. ასევე პირველი წრეში დამარცხდა ეთერი ლიპარტელიანი,ხოლო ტეტიანა ლევიტსკა შუკვანმა ერთი ეტაპი დაძლია და ტურნირს მეორე წრიდან დაემშვიდობა.

ხვალ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ტატო გრიგალაშვილი,ლუკა მაისურაძე და ოლიმპიური ჩემპიო ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები