Aa
Aa

"შენი დონის არ არისო" - მერაბ დვალიშვილს მესამე ბრძოლა გაუუქმეს

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა. მერაბის განცხადებით მას კიდევ ერთი ბრძოლა გაუუქმეს. 

"გამარჯობა მეგობრებო. სამწუხაროდ ეს ახალი ბრძოლაც გაუქმდა. ნევადას ათლეტიზმის კომისიამ თქვა, რომ მოწინააღმდეგე ჩემი დონის არ არის და მე მხოლოდ UFC-ს ტოპ 15-ის მებრძოლს უნდა შევხვდე.

ეს არ მესმის, როგორ შეიძლება ის ბიჭი ჩემი დონის არ იყოს, როცა სხვა ორგანიზაციის ჩემპიონი იყო. UFC-ში 5 წაუგებელი სერია აქვს და ალბათ ჩემპიონის გარდა ყველაზე საშიში და სახიფათოა.

ეს უკვე მესამეჯერ ხდება, რომ ბრძოლა გამიუქმეს. ჩემი ორიგინალი მოწინააღმდეგე გაურკვეველი მიზეზების გამო გამოეთიშა, უარი თქვა ჩემთან ბრძოლაზე. შემდეგმა მეტოქემ, რომელსაც დავთანხმდი წონას ვერ ჩავაბარებო. ახლა უკვე ეს დღევანდელი შემთხვევა.

იმედია UFC მომინახავს მოწინააღმდეგეს და მე მზად ვარ ვიბრძოლო ვინც არ უნდა იყოს და როცა არ უნდა იყოს."

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 5 გამარჯვება აქვს და ბოლოს ჯონ დოდსონს სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები