Golden Boy 2020-ის გამარჯვებული ცნობილია - გულშემატკივრები სხვა აზრზე არიან
Aa
Aa

Golden Boy 2020-ის გამარჯვებული ცნობილია - გულშემატკივრები სხვა აზრზე არიან

ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა 2020 წლის Golden Boy-ის პრიზის მფლობელი დაასახელა. „ოქროს ბიჭუნას“ ჯილდოს მფლობელი „დორტმუნდის“ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი გახდა.

ჰოლანდმა გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ბაზარზე მასზე დიდი მოთხოვნა იქნება. ნორვეგიელმა პრიზი დამსახურებულად მიიღო.

მეორე პოზიციაზე „ბარსელონას“ ნატურალიზებული ესპანელი ანსუ ფატი გავიდა.

მე-3 ადგილზე „ბაიერნის“ კანადელი მარცხენაფლანგელი ალფონსო დევისი იმყოფება.

მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:

ერილნგ ბრაუტ ჰოლანდი, ანსუ ფატი, ალფონსო დევისი, ჯეიდონ სანჩო, ედუარდო კამავინგა, დეიან კულუსევსკი, ფილ ფოდენი, დომინიკ სობოსლაი, ბუკაიო საკა, ვინისიუს ჯუნიორი.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტსივრცეში გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამარჯვებული ანსუ ფატი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ჯილდოს ბოლო 3 მფლობელი კილიან მბაპე, მატიის დე ლიხტი და ჟოაო ფელიქსი გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები