ძიუდო, ევროპის ჩემპიონატი: 4-დან ოთხივე ქართველი ნახევარფინალშია!
Aa
Aa

ძიუდო, ევროპის ჩემპიონატი: 4-დან ოთხივე ქართველი ნახევარფინალშია!

პრაღაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე დასკვნითი დღის შეხვედრები იმართება. ტატამზე 4 ქართველი სპორტსმენი გამოვიდა და ოთხივე მათგანმა ნახევარფინალში გასვლა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში ორივე მძიმეწონოსანის მეტოქე რუსი იქნება. გურამ თუშიშვილი ინალ ტასოვს დაუპირისპირდება, ხოლო ლევან მატიაშვილი ტამელან ბაშაევს.

100 კგ. კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალჩიკი იქნება, ხოლო 90 კილოგრამში ბექა ღვინიაშვილი სერბ, ან თურქ მეტოქეს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა 1tv.ge-ზე და ტელეარხ „ტელესკოლაზე“ შეგეძლებათ.

შეგხსენებთ, რომ პრაღაში ერთი ევროპის ჩემპიონი უკვე გვყავს. 81 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ტატო გრიგალაშვილმა ბულგარელი ივაილო ივანოვი იპონით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები