ოთხივე დამარცხდა - პრაღაში ქართველი ძიუდოისტები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ
Aa
Aa

ოთხივე დამარცხდა - პრაღაში ქართველი ძიუდოისტები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, დასკვნით დღეს ტატამზე ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოდის და ოთხივე ნახევარფინალში ასპარეზობდა. სამწუხაროდ, ოთხივე ქართველი ძიუდოისტი დამარცხდა და ისინი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი ნახევარფინალში რუს მეტოქეებთან დამარცხდნენ.

ვარლამ ლიპარტელიანმა პეტერ პალჩიკს ვერ მოუგო, ხოლო ღვინიაშვილი კი დაძაბულ ბრძოლაში სერბ ძიუდოისტთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 81 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ფინალში 40 წამში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

შავდათუაშვილმა და მაისურაძემ კი შესაბამისად, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ორი საშეჯიბრო დღის მერე ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოს მედალია. 

წყარო 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები