ვარდი:
Aa
Aa

ვარდი: "მხოლოდ ჩემ აზრს ვაფიქსირებ - მესი ყველა დროის საუკეთესოა"

„ლესტერის“ ცოცხალმა ლეგენდამ ჯეიმი ვარდიმ Sky Sports-თან საუბრისას დაასახელა საუკეთესო მოთამაშე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია. ინგლისელმა ფორვარდმა ასევე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაც გაგვიმხილა.

ვარდის პასუხი ორივე შემთხვევაში ერთი იყო - ლეო მესი.

ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია, მათ შორის საუკეთესო ლეო მესია.

როცა პრემიერლიგა მოვიგეთ, „ბარსელონასთან“ ამხანაგური მატჩი გავმართეთ და მესის სწორედ მაშინ შევხვდი. მასთან ერთად უბრალოდ მოედანზე ყოფნა და იმის დანახვა, რასაც ლეო აკეთებს, ძალიან დიდი რამ იყო.

ჩემთვის მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. აშკარაა, რომ ამ თემის ირგვლივ უამრავი მოსაზრება არსებობს. მე, მხოლოდ ჩემ აზრს ვაფიქსირებ, დებატები კი სხვებისთვის მიმინდია“.

33 წლის მესის ისტორიაში ყველაზე მეტი 6 „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული. მას ერთით ჩამორჩება კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ამჟამად 35 წლის არის და ლეოს მსგავსად კარიერის დასრულებას ჯერ არც ის აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები