Aa
Aa

"პიოლის სტილს არ გადავუხვევ" - ბონერას მატჩისწინა პრესკონფერენცია

სერია ა-ს მორიგ ტურში "მილანი" "ნეაპოლს" ესტუმრება და ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდება. როგორც ცნობილია, "ნერაძურის" მთავარ მწვრთნელს სტეფანო პიოლის და მის ასისტენტს კორონავირუსი აქვთ. გუნდს კი "ნაპოლისთან" მატჩში დანიელე ბონერა გაუძღვება. შეხვედრის წინ იტალიელმა პრესკონფერენცია გამართა.

""მილანში" გატარებული ყველა მატჩი კარგად მახსოვს და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი. სამწუხაროდ "ნაპოლის" ბოლო 10 წელია ვერ ვუგებთ. ერთ დროს გატუზოსთან ერთად ვთამაშობდი და ახლა მისი გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ მიწევს "მილანის" გაძღოლა. ჯენარო ჩემი დიდი მეგობარია.

ახლა ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ კარგ შედეგებს ვაჩვენებთ. საბოლოო წარმატებაზე საუბარი ჯერ ადრეა. ეს მატჩი ერთ-ერთი დიდი ნაბიჯია, რომელიც უნდა გადავდგათ.

თავს მარტოდ არ ვგრძნობ, რადგან მუდმივი კავშირი მაქვს პიოლთან. მოთამაშეებმა იციან რა უნდა გააკეთნ და ისინი ყველაფერს იზამენ სამი ქულის მოსაპოვებლად.

ფეხბურთელები სანაკრებო ბატალიებიდან დაბრუნდნენ და დაღლილები არიან. დაღლილობის მიუხედავად ისინი კარგ ფორმაში იმყოფებიან, გარდა ლეაოსი. მას მიკრო ტრავმა აწუხებს.

ანტე რებიჩი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ძლიერი, სწრაფი და ფეთქებადია. იბრაჰიმოვიჩს დასვენება სჭირდებოდა და ეს გამოუვიდა. ახლა ის სრულ მზადყოფნაშია. 

"ნაპოლისთან" მატჩი იქნება შანსი იმისა, რომ შევამოწმო რამდენად შემიძლია ვიყო მწვრთნელი. ვიხელმძღვანელებ იმით, რაც სტეფანო პიოლიმ მასწავლა. მე მისი სტილი მომწონს და ყველაფერში ვეთანხმები." - განაცხადა ბონერამ

შეგახსენებთ, რომ დანიელე ბონერა "მილანში" 9 წლის განმავლობაში თამაშობდა. ყოფილი მცველის ანგარიშზე 201 ჩატარებული შეხვედრაა. რაც შეეხება "ნერაძურის", იტალიური გრანდი ამჟამად სერია ა-ს ლიდერი გახლავთ. პიოლის შეგირდებმა 7 შეხვედრაში 17 ქულა დააგროვეს. 5 მოგება და 2 ფრე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები