დრამატული მატჩი! - დომინიკ ტიმი ლონდონის შემაჯამებლის ფინალში გავიდა
Aa
Aa

დრამატული მატჩი! - დომინიკ ტიმი ლონდონის შემაჯამებლის ფინალში გავიდა

დასრულდა 2020 წლის ლონდონის შემაჯამებლის პირველი ნახევარფინალური მატჩი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და დომინიკ ტიმს შორის. ავსტრიელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 7:5 6:7 7:6 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა.

მატჩი ჩოგბურთელებმა აქტიურად დაიწყეს და საკუთარ მოწოდებაზე უშეცდომო იყვნენ. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში ჯოკოვიჩს ერთი ბრეიკ პოინტიც კი არ ჰქონია. პირველი ბრეიკ პოინტი მე-11 გეიმში ტიმმა დააფიქსირა, რომელიც საბოლოოდ გამოიყენა და 6:5 წინ გავიდა. ავსტრიელმა სეტზე დამაჯერებლად ჩააწოდა და ნოლეს შანსი არ დაუტოვა.

მეორე სეტიც იგივე სეცნარით წარიმართა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად გამოიყურეობდნენ. აღსანიშნავია, რომ მე-12 გეიმში სერბს ორი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ დომინიკმა შეცდომები აღარ დაუშვა და თამაში "ტაი ბრეიკში" გადავიდა. "ტაი ბრეიკში" შეცდომებმა იმატა. ტიმს რამდენჯერმე ჰქონდა მატჩ პოინტ და ნოლეს სეტ პოინტი და საბოლოოდ ჯოკოვიჩმა სეტი გადაარჩინა 1:1.

მესამე სეტი იგივე სცენარით წარიმართა. შეცდომებს ფაქტიურად არ უშვებდნენ და თამაშის მიწურულს კვლავ "ტაი ბრეიკი" ვიხილეთ. თითქოს ნოლე გამარჯვებისკენ მიდიოდა, მაგრამ ტიმმა იდეალურად ითამაშა და საბოლოოდ 7:5 გაიმარჯვა.

ამრიგად, დომინიკ ტიმი 2020 წლის შემაჯამებლის ფინალშია და სულ მალე მისი მეტოქე გაირკვევა. მეორე ფინალისტის ვინაობას რაფაელ ნადალი და დანილ მედვედევი გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები