Aa
Aa

"ბევრად მეტი დავიმსახურეთ" - ზიდანის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა ლა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა "ვილიარეალსა" და მადრიდის "რეალს" შორის. "სამეფო კლუბმა" მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა. შეხვედრის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

"ენთუზიაზმი ისევ მაქვს და ყოველთვის მექნება. არაფერი იცვლება. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, თქვენ თქვენსას. აზარს სრული დატვირთვით დიდი ხანია არ უთამაშია. ის თავს კარგად გრძნობს და მომავალ მატჩებშიც ვიხილავთ.

ჩვენ დავკარგეთ ორი ქულა. მიუხედავად ამისა, მათ კარგად ითამაშეს. თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ. ფეხბურთელებმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს და მათი დახარჯული ენერგია წყალში ჩაიყარა.

ისკო მადრიდშია, ჩვენი ფეხბურთელია და ჩვენთან თამაშობს. სხვას ვერაფერს გეტყვით. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ნაჩვენები ფეხბურთით ბევრად მეტი დავიმსახურეთ. პირველი ტაიმი გაცილებით უკეთესად ჩავატარეთ. მარიანო იმიტომ გავიყავნე, რომ მას სათამაშო პრაქტიკა აკლია და 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მადრიდელთა მხრიდან თავი მარიანო დიაზმა გამოიჩინა, ხოლო "წყალქვეშა ნავიდან" ხერარდ მორენომ გაიტანა.

ამ მომენტში მადრიდის "რეალი" 17 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. მომავალ მატჩს ლა ლიგაში ზიდანის შეგირდები 28 ნოემბერს შინ "ალავესის" წინააღმდეგ გამართავენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები