Aa
Aa

"ყველამ დაინახა, რომ ხელი არ იყო" - დე ბრუინი მსაჯს აკრიტიკებს

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი ტურის მატჩი "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის. "დეზებმა" მეტოქე 2:0 დაამარცხეს. შეხვედრის შემდეგ "ქალაქელების" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საჭირო მომენტები ვერ გამოვიყენეთ. 3-4 კარგი მომენტი გვქონდა და ზოგადად თუ უფრო მკვეთრი და მრისხანე არ ვიქნებით არაფერი გამოგვივა.

ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, რომლებიც სულ ახლახანს დაბრუნდნენ. მათ ფორმაში ჩადგომა ვერ მოასწრეს. გამოსავალს ვეძებდით, მაგრამ ეფექტურობა დაგვაკლდა. იმედია ყველა პრობლემას მალე დავძლევთ.

ლაპორტის გოლის დროს ხელი დაფიქსირდა. ყველამ კარგად დაინახა, რომ  ჟეზუსს ბურთი მკლავს ზემოთ მოხვდა. არ ვიცი რა ვთქვა, ამის შემდეგ ფეხბურთის წესებზე ვერაფერს ვიტყვი. სამწუხაროდ ამ ეპიზოდს განიხილავენ და იტყვიან, რომ სწორი და კარგი გადაწყვეტილება იყო.

12 წელია პროფესიონალურ ფეხბურთს ვთამაშობ და პირველი 9 წლის განმავლობაში წესები არ შეცვლილა. ბოლო წლებში კი ყველაფერი შეიცვალა და აირია." - განაცხადა დე ბრუინმა

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "მანჩესტერ სიტი" 8 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 12 ქულით მე-11 პოზიციაზეა, მაგრამ ჯერ "ქალაქელების" კონკურენტებს არ უთამაშიათ. არის თეორიული შანსი, რომ გუარდიოლას გუნდი უფრო დაბალ საფეხურზე აღმოჩნდეს.

მომავალ შეხვედრას "სიტი" პრემიერ ლიგაში 28 ნოემბერს შინ "ბარნლის" წინააღმდეგ გამართავს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები